რუსთავში გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე რუსთავში გმირთა მემორიალთან გვირგვინები მიიტანეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, ომში დაღუპულ მეომართა ნათესავებმა, ჯარისკაცებმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ვეტერანებმა.