Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2018

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელეს

0
9 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართა. ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა, ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოსალოდნელია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც დაასახელებენ. მშვენიერაძის თქმით, პროფესიულ წრეებში ღირსეული კანდიდატის მოძებნის პროცესი რთული აღმოჩნდა.




პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორისგან მოესმინათ, თუ როგორ ხედავენ ისინი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესს და რა კრიტერიუმებს გულისხმობენ.




„როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა სახელებსა და გვარებზე, არამედ პროცედურასა და იმ მახასიათებლებზე მსჯელობით, რომლითაც უნდა გამოირჩეოდეს კანდიდატი. პრეზიდენტს ჰქონდა სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად დაესახელებინა კანდიდატურა, მაგრამ ჩვენ წავედით სხვა გზით. გვინდა, რომ დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ გადავალთ სახელებსა და გვარებზე", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე პროფესიული წრეების წარმომადგენლებს მოუსმინეს.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России