რობერტ ქოჩარიანს პრესკონფერენცია ჩაუშალეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს პრესკონფერენცია ჩაუშალეს და მკვლელობაში დაადანაშაულეს. „მკვლელი, მკვლელი“ - ყვიროდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ქოჩარიანის ხელმეორე დაკავებას ითხოვდნენ.
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს პრესკონფერენცია ერევანში, 14 აგვისტოს უნდა ჩაეტარებინა. ის 13 აგვისტოს გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. რობერტ ქოჩარიანი დაკავებული იყო „კონსტიტუციური წყობის დამხობის“ ბრალდებით, რომელიც უკავშირდება რეპრესიებს 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ. მაშინ პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი იმუნიტეტით სარგებლობდა და მისი დაკავება უკანონო იყო.