აშშ-ის გაზეთები გმობენ ტრამპის "თავდასხმას თავისუფალ პრესაზე"
აშშ-ის 330-ზე მეტმა გაზეთმა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილები პრესის თავისუფლების დასაცავად, რითაც ახდენს რეაგირებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მედიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. ტრამპს ჟურნალისტები მოხსენიებული ჰყავს ამერიკელი ხალხის „მტრებად“, ხოლო წამყვანი მედიასაშულებების მასალები - „გამოგონილ ამბებად“. გაზეთების აქციის ინიციატორია „ბოსტონ გლოუბი“, რომელსაც მხარი აუბა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და მომცრო გამოცემებმა. „ბოსტონ გლოუბის“ სარედაქციო სტატიაში ტრამპს ადანაშაულებენ „თავისუფალ პრესაზე განუწყვეტლივ თავდასხმაში“. ხოლო როგორც „ჩიკაგო სან-ტაიმსი“ წერს, ამერიკელების უმრავლესობამ იცის, რომ ტრამპი უაზრობას ამბობს. ტრამპი ბევრ საზოგადო მოღვაწესაც ყავს გაკრიტიკებული მედიის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის.