საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: „სასტუმრო „ველმონდის“ გაფრთხილება არ გადაიხედება“
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მენეჯმენტმა საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება ითხოვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ არ გადაიხედება არც გადაწყვეტილება და არც მისი აღსრულების ბოლო ვადა.