ანგელა მერკელი კმაყოფილია ძვირფასი საჩუქრით
ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ 23 აგვისტოს, თბილისში გამართულ საზეიმო ვახშამთან დაკავშირებით. ის საგანგებოდ აღნიშნავს სიმღერებსა და მიღებულ ძვირფას საჩუქარს - მე-17 საუკუნის ნახატის სახით.
„ვოკალური ჩანართები ვახშამზე და სიურპრიზი-საჩუქარი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კანცლერ მერკელს გადასცა მე-17 საუკუნის ნახატი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლიდან, დრეზდენის ერთ-ერთი მუზეუმიდან გაუჩინარდა, თავდაპირველად საბჭოთა კავშირში მოხვდა და საბოლოოდ - საქართველომდე მიაღწია“ - წერს გერმანიის კანცლერი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს არის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერული ტილო - „ნატურმორტი კურდღლით“, რომელიც შესრულებულიაზეთის საღებავით. ეს ნამუშევარი საქართველოში, კერძო კოლექციაში ინახებოდა და დაკარგულად მიიჩნეოდა.