ანგელა მერკელი სომხეთში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში ჩავიდა სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში და ჩასვლისთანავე მოუწია ემოციურად დამუხტულ საკითხთან შეხება. ერევნის აეროპორტში მერკელს დახვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, საიდანაც ის წაიყვანეს მონუმენტზე, რომელიც პატივს მიაგებს სომხეთის მიერ გენოციდად წოდებული, სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას. სომხების განცხადებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის დაშლის პერიოდში დახოცეს მილიონნახევარი ადამიანი, რასაც ბევრი სხვა ქვეყანაც იზიარებს. გერმანიის პარლამენტმა ხოცვა-ჟლეტა გენოციდად აღიარა რეზოლუციით, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მიიღეს 2016 წლის ივლისში. აღიარებულ იქნა, რომ გერმანიამ, ოსმალური თურქეთის მაშინდელმა მოკავშირემ, არაფერი გააკეთა ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად.