ირანი მოუწოდებს გაეროს სასამართლოს შეაჩეროს აშშ-ის „ეკონომიკური აგრესია“
ირანმა, რომელიც „ეკონომიკურ აგრესიაში“ ადანაშაულებს აშშ-ს, სარჩელით მიმართა გაეროს უზენაეს სასამართლოს ჰააგაში, რათა იურიდიული შეფასება მისცეს ვაშინგტონის მიერ სანქციების განახლებას თეირანის წინააღმდეგ. საერთაშორისო სასამართლოში ირანმა სარჩელი ივლისში წარადგინა. თერიანი ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული სანქციები არღვევს ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებულ შეთახმებას მეგობრობის შესახებ. 27 აგვისტოს ჰააგის სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ირანის ადვოკატმა, მოჰსენ მოჰებიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები ეწინააღმდეგება 1955 წელს დადებულ შეთანხმებას ირანსა და აშშ-ს შორის. აშშ-მა 7 აგვისტოს კვლავ აამოქმედა ირანის საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც გაუქმდა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით - ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.