პრეზიდენტმა ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი სენატორის და საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში.