მოლდავეთში დამოუკიდებლობის დღე აქციების ფონზე აღნიშნეს
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე მოლდავეთის ლიდერები კიშინიოვის ცენტრში შეიკრიბნენ, იმ ფონზე, როცა ასობით დემონსტრანტი იქვე ანტისამთავრობო აქციას ატარებდა. ეროვნული ასამბლეის მოედანზე 27 აგვისტოს გამართული დემონსტრაცია ბოლოა ანტისამთავრობო გამოსვლების სერიაში, რომელსაც სათავეში დიდწილად უდგანან ქვეყნის გარეთ მცხოვრები რუმინელები და მოლდაველები. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მთავრობა კორუმპირებულია, ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს "ძირს მაფია". აქციების გამო პოლიციის სპეცრაზმმა ღობეები აღმართა, რომელიც 27 აგვისტოს ერთმანეთისგან აცალკევებდა ოფიციალურ პირებს და ქვეყნის სტუმრებს და დემონსტრანტებს.