რომის პაპი არ აკეთებს კომენტარს ცნობებზე სექსუალური ძალადობის დაფარვის შესახებ
რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ არ უპასუხებს ვატიკანის ყოფილი ოფიციალური პირის ბრალდებებს, რომ პაპმა დაფარა ცნობები ყოფილი კარდინალის, თეოდორ მაკკარიკის მიერ სექსუალური ხასიათის მანკიერ ქცევაზე. 26 აგვისტოს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბარში პაპმა განაცხადა, "ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი" 11-გვერდიან ანგარიშზეო, რომელიც შეადგინა არქიეპისკოპოსმა კარლო მარია ვიგანომ, ვატიკანის ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში. დოკუმენტს, რომელშიც ვიგანო აცხადებს, რომ ფრანცისკე უნდა გადადგეს, ბევრი უწორდებს უპრეცედენტო თავდასხმას პაპზე ეკლესიის წიაღიდან. 77 წლის ვიგანოს იცნობენ მისი კონსერვატიული შეხედულებებით. ის პაპს უყენებს ბრალდებას, რომ მან წლების განმავლობაში იცოდა ცნობილი ამერიკელი კარდინალის მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენის თაობაზე. ვიგანო ამბობს, რომ კარდინალ მაკკარიკის საკითხი პაპთან 2013 წელს განიხილა.