ხამენეი დაიმუქრა, რომ ირანი შეიძლება გავიდეს ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებებიდან
ხამენეის თქმით, „ბირთვული გარიგება არის საშუალება და არა მიზანი“. ირანის სულიერმა ლიდერმა ქვეყნის პოლიტიკოსებს მოუწოდა, შეწყვიტონ იმის იმედზე ყოფნა, რომ ევროპა დაეხმარებათ მათ შეთანხმების გადარჩენაში.
ხამენეიმ თქვა, რომ თეირანი უარს ამბობს ვაშინგტონთან მოლაპარაკეების წარმოებაზე ბირთვული პროგრამის თაობაზე ახალი შეთანხმების მისაღწევად.
