სერბიის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მისი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე. "მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის და სერბიის ფუნდამენტური ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას" - უთხრა ვუჩიჩმა პუტინს კრემლში 2 ოქტომბერს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ტასი". შეხვედროს ფონია დაძაბულობა სერბიასა და კოსოვოს შორის - სერბიის ყოფილი პროვინციის, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, თუმცა არა სერბიასა და რუსეთს. უთანხმოების გადასაჭრელად ბელგრადი და პრიშტინა 2013 წელს ჩაერთვნენ ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა.