Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 08.10.2018

ჯგუფი Bellingcat სკრიპალის საქმის მეორე ეჭვმიტანილს ასახელებს გრუ-ს აგენტად

Radiotavisupleba.ge 

საგამოძიებო ვებსაიტმა, Bellingcat-მა რუსეთის ყოფილ აგენტზე, სერგეი სკრიპალზე ბრიტანეთში ნერვული ნივთიერებით განხორციელებულ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილში ამოიცნო სამხედრო ექიმი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის, გრუ-სთვის მუშაობს. ბრიტანელმა პროკურორებმა გასულ თვეში ორ რუსს, რუსლან ბოშიროვს და ალექსანდრ პეტროვს წაუყენეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში, სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვული ტოქსინით მოწამვლის გზით. პროკურორები მაშინ აცხადებდნენ, რომ ბრალდებულები გრუ-ს აგენტები იყვნენ, რუსეთი კი გადაჭრით... Читать дальше...

საპროტესტო აქცია „არა გაყალბებას“ და 50-ლარიანი ჯარიმა სტიკერების გაკვრისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდა მხარდამჭერები 8 ოქტომბერს რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე სააგიტაციო სტიკერების გაკვრისთის 50 ლარით დააჯარიმა, რასაც თან ახლდა ზედამხედველებთან სიტყვიერი დაპირისპირება.

ფონდი „ქართუ“: დენდროლოგიური პარკები 2019 და 2020 წლებში გაიხსნება

Radiotavisupleba.ge 

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ავრცელებს განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკების მოწყობის შესახებ და აცხადებს, რომ თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მიიჩნევს აცნობოს საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული დენდროლოგიური პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში: „ბოლო პერიოდში, მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი... Читать дальше...



ბულგარეთი: ჯერჯერობით არ იკვეთება ნიშნები, რომ ჟურნალისტის მკვლელობა მის საქმიანობას უკავშირდება

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მლადენ მარინოვის თქმით, ჯერჯერობით არ იკვეთება მტკიცებულება, რომ ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობა, რომელმაც ქვეყანას თავზარი დასცა, მის საქმიანობას უკავშირდება. "ეს გაუპატიურების და მკვლელობის საქმეა" - აცხადებს მარინოვი, რომელიც 8 ოქტომბერს ჩრდილოეთის ქალაქ რუსეში ჩავიდა, რათა გამოძიებას უხელმძღვანელოს. 30 წლის მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს, რუსეს ერთ-ერთ პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. პოლიციის თქმით, ის სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს და გამოძიება იკვლევს როგორც მის პირად... Читать дальше...

ბოლო გამოკვლევა აჩვენებს, რომ პუტინის პოპულარობა მნიშვნელოვნად იკლებს

Radiotavisupleba.ge 

8 ოქტომბერს გავრცელებული გამოკვლევის შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობა 39 პროცენტამდე დაეცა რიგით რუსებს შორის. დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, ლევადას მიერ 20-26 სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად,  პრეზიდენტის მიმართ ნდობა ცხრა პროცენტითაა დაცემული ივნისის შემდეგ, 20 პროცენტით - 2017 წლის ნოემბრის შემდეგ. კვლევის მონაწილეთა 13 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა პუტინს - რომელმაც გასულ კვირაში მოაწერა ხელი უკმაყოფილების გამომწვევ კანონპროექტს, რომელიც საპენსიო ასაკს ეტაპობრივად გაზრდის ქალებისთვის 60... Читать дальше...

პაატა ბურჭულაძის ცოლმა გამომძიებლების კითხვებს უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

„გამომძიებლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე და იმედი მაქვს, რომ მეტი კითხვები აღარ გაუჩნდებათ“, - ეს კომენტარი გააკეთა გამოკითხვიდან გამოსულმა ანგელა ვასილენკომ, ფონდ „იავნანის“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ცოლმა. ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათს გაგრძელდა. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით... Читать дальше...

რუმინეთში არ შედგა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი რეფერენდუმი

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში ლგბტ თემის აქტივისტები მიესალმებიან იმ რეფერენდუმის ჩავარდნას, რომელსაც უნდა აეკრძალა ქორწინება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის. აქტივისტების აზრით, ეს შედეგი მოწმობს, რომ მოქალაქეებს სურთ "რუმინეთი დაეფუძნოს დემოკრატიულ ღირებულებებს". ჯგუფმა სახელად Accept 7 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, "ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვერ მოგვატყუებენ ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელსაც სურს სიძულვილი ჩაგვინერგოს და საზოგადოება გახლიჩოს". რუმინეთში 6-7 ოქტომბერს გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც... Читать дальше...

ინგუშეთში გრძელდება მღელვარება საზღვრის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთთან საზღვრის საკითხის გარშემო გამოწვეული მღელვარება არ იკლებს ინგუშეთში, სადაც უკვე მეხუთე დღეა გრძელდება გამოსვლები, რეგიონის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით. 8 ოქტომბერს დემონსტრანტებმა კარვები გადაიტანეს დედაქალაქ მაგასის ცენტრალური მოედნიდან უბანში, სადაც სახელმწიფო ტელერადიო კომპანია მდებარეობს. სწორედ იქ დართეს მათ უფლება აქციები გააგრძელონ 15 ოქტომბრამდე. ბევრი დემონსტრანტი აცხადებს, რომ აქციებს ამ ვადის შემდეგაც გააგრძელებს, სანამ გაუქმდება ხელშეკრულება, რომელიც, მათი აზრით, უსამართლოდ... Читать дальше...



არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ირაკლი კობახიძის განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები წერილით ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან“. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც მათ აფიქრებინებს, რომ მისი მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია... Читать дальше...

ჩეჩნეთში პატიმრობაში მყოფ აქტივისტს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩენი აქტივისტი, ოიუბ ტიტიევი, რომელიც ჩეჩნეთში პატიმრობაში იმყოფება ნარკოტიკებთან დაკავშირებული, როგორც თვითონ აცხადებს შეთითხნილი ბრალდებებით, გახდა ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემიის ლაურეატი. ევროსაბჭოს სალაპრაკენტო ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება საშემოდგომო სესიის გახსნისას, 8 ოქტომბერს გამოაცხადა. ტიტიევმა მოკლული ნატალია ესტემიროვა შეცვალა ცნობილი რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, მემორიალის ჩეჩნური წარმომადენლობის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე. ის ჩეჩენთში იანვარში დააპატიმრეს. Читать дальше...

იუწყებიან, რომ ციმბირის ციხეში მღელვარება გამოიწვია პატიმრებთან არაადამიანურმა მოპყრობამ

Radiotavisupleba.ge 

ციმბირის ციხის მესვეურები აცხადებენ, რომ საპატიმროზე კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, შაბათ-კვირას პატიმრების ძალადობრივი ამბოხება მოხდა. საავადმყოფოში მოხვდა ოთხი პატიმარი, 12-ს ციხის მესვეურები ომსკის ნომერ მეექვსე კოლონიაში ძალადობის გამოწვევაში ადანაშაულებენ და ისინი წინასწარი დაკავების საკნებში გადაიყვანეს - იუწყება საინფორმაციო სააგენტო მედიაზონა. პატიმართა უფლებების დამცველი, ოლგა რომანოვა 7 ოქტომბერს აცხადებდა, რომ კონფლიქტი მოხდა ზედამხედველების ბრძანებების გამტარებელ და სხვა პატიმრებს შორის. Читать дальше...

როდესაც საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობ, შვებულებას ვიღებ, რომ სამსახურებრივი რესურსი არ გამოვიყენო – სერგეენკო

Marshalpress.ge (მარშალ) 

“მე, თუ ვმონაწილეობ ამ კამპანიაში, ვმონაწილეობ, როგორც საქართველოს მოქალაქე” ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. „სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ რესურსზე არაფერი მსმენია. მე, თუ ვმონაწილეობ ამ კამპანიაში, ვმონაწილეობ, როგორც საქართველოს მოქალაქე და იმ დღეს, როდესაც კამპანიაში ვმონაწილეობ, შვებულებას ვიღებ, რომ სამსახურებრივი რესურსი არ გამოვიყენო“, – განაცხადა სერგეენკომ. კითხვაზე, ზურაბიშვილის წინასაარჩევნო […]

გამოხმაურებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 8 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოხსენიებას, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გამოხმაურება მოჰყვა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონი საბანკო პროცედურების სრული დაცვით გაიცა

Radiotavisupleba.ge 

„სიცრუეზე დაფუძნებული ბრალდებები“,  - ასე უწოდებს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში და განაცხადა, რომ ბანკიდან თანხა 4 მილიონი ლარის ოდენობით გენერალური დირექტორის პირადი დავალებით გაიცა:„წარმოუდგენელი იყო, რომ 24 საათის წინ დაფუძნებული კომპანიის ანგარიშიდან ბანკს ერთ სამუშაო დღეში გაეცა ამხელა თანხა, მაგრამ დაირღვა ყველა პროცედურა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო. Читать дальше...

აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ქაბულში მართავს მოლაპარეკებებს

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი ქაბულში იმყოფება და ავღანეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა მიღწეულ იქნეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლითაც უნდა დასრულდეს თალიბანთან 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. 67 წლის ხალილზადი წარმოშობით ავღანელია, წარსულში ის აშშ-ის ელჩი იყო ქაბულსა და ერაყში. ხალილზადი სექტემბერში დაინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდში, რომელიც თალიბანთან შერიგების და სამშვიდობო ძალისხმევას ხელმძღვანელობს. ავღანეთის პრეზიდენტის... Читать дальше...

ადვოკატები მალხაზ კობაურის ხადის ხეობაში ხელმეორედ ჩაყვანას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის, ადვოკატები მკვლელობის ადგილზე საგამოძიებოექსპერიმენტის ჩატარებას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

თბილისი - ხუთი ფასადის ქალაქი

Radiotavisupleba.ge 

თბილისს სამართლიანად უწოდებენ ხუთი ფასადის ქალაქს, რადგან თბილისში შენობების სახურავები ისეთივე სიხშირით ხვდება თვალსაწიერში, როგორც ამავე შენობების ფასადები.

ჩასაფრებები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დროს სულ უფრო მეტი დაკავებული საუბრობს იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები და იქიდან წაიყვანეს საქართველოს მოქალაქეები.

რა თემებზე ლაპარაკობენ პრეზიდენტობის კანდიდატები კახეთში

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლეობასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილი გააქტიურდა და კახეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.


Музыкальные новости
Филипп Киркоров

Филипп Киркоров в жюри и неожиданный приз от Сергея Жукова на грандиозном финале “Новой Фабрики звезд”





Rss.plus
Карабах

Против незаконного визита Лукашенко в оккупированный и деарменизированный Карабах высказался не МИД Армении, а Тихановская. Фоторяд




Эксперты назвали самые угоняемые в России автомобили

На выставке «Своя рубаха ближе к телу» посетители познакомятся с брокаровским стилем вышивки и сурпаном

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Лекцию о взаимопонимании и поддержке в период ЕГЭ проведут в ЦСИ «Винзавод»




ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკელები გახდნენ

Radiotavisupleba.ge 

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში წელს მიენიჭა ამერიკელებს, უილიამ ნორდჰაუსს და პოლ რომერს. შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, ნობელის კომიტეტმა უილიამ ნორდჰაუსს პრემია მიანიჭა გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზში კლიმატის ცვლილებების ინტეგრაციისთვის, ხოლო პოლ რომერს გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზში ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციისთვის.

საპატრიარქო: რუსული და უკრაინული მედია სიტუაციის სათავისოდ წარმოჩენას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „რუსულ და უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით“ და ორივე მხარე ცდილობს საქართველოს საპატრიარქოს „ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინოს.“ „მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგაც. უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება. Читать дальше...

„ვასმედია“ ეთერში 14 ოქტომბერს დაბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 14 ოქტომბერს, კვირას გავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა გვანცა გორდეზიანმა. მისი თქმით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს გადაცემა „ვასმედია“ დაიხურა 30 სექტემბერს გასული გადაცემის გამო. ამ გადაცემაში წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა. გვანცა გორდეზიანის თქმით, იგეგმება გადაცემის ფორმატის ცვლილება და გადაცემის შეჩერებაც სწორედ ამ ცვლილებას უკავშირდება: „გვქონდა ტექნიკური პრობლემა. Читать дальше...

ბარათაშვილის ქუჩაზე ნამსხვრევები არა შუშის ჩამოვარდნის, არამედ გამოცვლის გამო გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაზე,  რომლის ჩამოვარდნილმა შუშამ 2018 წლის თებერვალში არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა, დაზიანებულ მინებს ცვლიან. 8 ოქტომბერს Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორის თქმით, შენობიდან კიდევ ერთი ფანჯარა ჩამოვარდა და ტროტუარები სავსე იყო ნამსხვრევებით.  რადიო თავისუფლების კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ ნამსხვრევები არა შუშის ჩამოვარდნის, არამედ გაბზარულის გამოცვლისას გაჩნდა.  კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, შენობაზე დაზიანებული შუშის გამოცვლა მას შემდეგ გადაწყდა... Читать дальше...

ევროკავშირმა რუსეთი დაადანაშაულა ოლეგ სენცოვის უფლებების დარღვევაში

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა რუსეთს კვლავ მოუწოდა, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი. ევროკავშირის განცხადებით, ოლეგ სენცოვმა 145 დღიანი შიმშილობით გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე და ვაჟკაცობა, თუმცა მისი ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობამდე გაუარესდა. ევროკავშირი აღნიშავს, რომ ოლეგ სენცოვს სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მკურნალობა არ უტარდება, რითიც რუსეთი არღვევს მის უფლებებს და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს. ევროკავშირის შეფასებითვე, უკრაინელი რეჟისორის მიმართ... Читать дальше...



Москва

Женщина в Москве лишилась украшений после визита проститутки к ее сожителю


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Деньги уходили»: Волочкова рассказала о предательстве домработницы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Динамо» подняло планку // Московский клуб вплотную приблизился к победе в РПЛ

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ


Новак Джокович

Джокович выступит на турнире АТР по уайлд-кард в третий раз в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Открытие восьмого сезона программы «Военные оркестры в парках» в Подмосковье



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России