Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 01.10.2018

ვლადიმირ ვაისმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბება, უეფას ერთა ლიგის მორიგი მატჩებისთვის მოსამზადებლად. 13 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები ანდორას ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 16-ში კი რიგაში, ლატვიას ეთამაშებიან. ეროვნული გუნდის სლოვაკმა დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა მომავალი თამაშებისთვის მოსამზადებლად 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონეთის „არკას" 22 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. Читать дальше...

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კიბოზე მომუშავე იმუნოლოგებს

Radiotavisupleba.ge 

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ორ იმუნოლოგს, ამერიკელ ჯეიმს ელისონსა და იაპონელ ტასუკი ჰონიოს, ახალი მიდგომის შემუშავებისთვის კიბოს მკურნალობის სფეროში. გამარჯვებულები 1 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა კაროლინსკას ინსტიტუტმა და მიზეზად დაასახელა "ნეგატიური იმუნური რეგულაციის დათრგუნვით კიბოს თერაპიის აღმოჩენა". ინსტიტუტის განცხადებით, "წლევანდელი ნობელის პრემია აღნიშნავს გარღვევას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მედიცინის დარგში ორი ლაურეატის აღმოჩენა იყენებს იმუნური სისტემის შესაძლებლობას შეტევა მიიტანოს კიბოს უჯრედებზე... Читать дальше...

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

13 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი წერენ, რომ არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია: „ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს“. Читать дальше...



საბედისწერო პრემია

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟულ, ნობელის პრემიაზე.

მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ბოლომდე მიჰყვება ქვეყნის სახელის შეცვლის საკითხს

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა პირობა დადო, რომ ბოლომდე მიჰყვება ქვეყნის სახელის შეცვლის საკითხს. სახელის შეცვლა ნაწილია მეზობელ საბერძნეთთან შეთანხმებისა. ამ საკითხზე 30 სექტემბერს მაკედონიაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელიც არ ჩაითვალა ლეგიტიმური, ვინაიდან მასში ამომრჩეველთა 50 პროცენტზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ზაევმა განაცხადა, რომ, ვინაიდან რეფერენდუმში მონაწილეთა შორის ძალზე მაღალი იყო სახელის შეცვლის მხარდაჭერა, ის „ყელაფერს გააკეთებს“ იმისთვის, რომ შეცვალოს ქვეყნის სახელი ჩრდილოეთ მაკედონიად... Читать дальше...

დეპუტატის სამშენებლო კომპანია სასამართლოსა და ბათუმის მერიის დადგენილებას არ ასრულებს

Radiotavisupleba.ge 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სამშენებლო კომპანია ბათუმში, სელიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან კორპუსს აშენებს, რის გამოც სამეზობლო მიჯნაზე არსებული 3-სართულიანი სახლის კედლიდან სახანძრო კიბის ნაწილი მოჭრეს, ნაწილი კი მშენებლობაში მოაქციეს.

როგორ აფასებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის შედეგებს

Radiotavisupleba.ge 

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის შეკრების ძირითადი მიზანი ამ ექვსწლიანი წარსულისა და რეალობის კიდევ ერთხელ შეფასება იყო.

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზია საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

28 სექტემბრის დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 832 ადამიანი შეეწირა, ინდონეზია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს სამაშველო აღჭურვილობის და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის თხოვნით. პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო ამბობს, რომ მაშველებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ შესაბამისი აღჭურვილობა საიმისოდ, რომ მოძებნონ 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები კუნძულ სულავესიზე. მისი თქმით, ქვეყანა განიცდის საწვავის, ელექტროენერგიის და საკვების დეფიციტს, რადგან მიწისძვრის შემდეგ მაღაზიათა უმეტესობა დაიხურა. Читать дальше...



უსუფაშვილი: აუცილებელია ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მოსმენილი კრიმინალური ქრონიკით, გადაუხდელი გადასახადებით და „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ძალადობებით, ნაბიჯები იდგმება უფსკრულისკენ. დავით უსუფაშვილის შეფასებით, რასაც „ქართულო ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთზე ამბობენ, მეტწილად მართალია, ძირითადი სიმართლე კი ის არის, რომ ერთი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, მეორე კი აღარ არის ხელისუფლებაში მოსაშვები.  "ოცნებაზე" უკეთ გავიგეთ... Читать дальше...

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მომღერალი, შარლ აზნავური

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის მედია იუწყება, რომ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი შარლ აზნავური. მომღერალს, რომელიც სომხურ ოჯახში დაიბადა და დაბადებისას ერქვა შაჰნურ ვარინაგ აზნავურიანი, 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი ჰქონდა გაყიდული 80-ზე მეტ ქვეყანაში. მას ხშირად უწოდებდნენ საფრანგეთის ფრენკ სინატრას. აზნავურმა მუსიკალური კარიერა დაიწყო 1940-იანი და 1950-იანი წლების ფრანგი მუსიკოსების, მათ შორის ედიტ პიაფისა და მორის შევალიეს სიმღერების სტილში. კომპოზიტორის ნიჭი მან მაშინ აღმოაჩინა, როცა კაბარეებში გამოდიოდა პარტნიორ... Читать дальше...

წინასაარჩევნო გარემო კახეთში კონკრეტული დარღვევებით

Radiotavisupleba.ge 

კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ამბობენ, რომ რეგიონში წინასაარჩევნო გარემო, ზოგადად, მშვიდია, თუმცა მათ შუალედურ ანგარიშებში კონკრეტული ფაქტები შევიდა, რომლებიც, სავარაუდოდ, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

ავტომობილების ტექდათვალიერება „შევარდნაძის დროში“ ბრუნდება?

Radiotavisupleba.ge 

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ითხოვენ.

ივანიშვილის თითები

Radiotavisupleba.ge 

ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი ორისათვის“ მიცემულ ინტერვიუში 1,5 საათი ილაპარაკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრების უკანონო ქმედებებსა და ინტერესებზე

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ დავბრუნდით 70-იანი წლების სიცილიაში

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება იმ სკანდალური ჩანაწერებისა და განცხადებების შესახებ, რომელიც ბოლო დღეებია მედიის საშუალებით ვრცელდება: „ყველამ ვიცოდით, რა რეალობაშიც ვცხოვრობდით, მაგრამ გუშინდელმა საღამომ და დღევანდელმა დილამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო გასულია სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროებიდან. Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების ოსტატი უწოდა

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღიმილისმომგვრელი უწოდა ბრალდებებს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ბიზნესსა და მედიაზე. პარტიის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა ისაუბრა „რუსთავი 2“-თან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ოქუაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, რომელშიც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვა 4 მილიონის გადახდა. „ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. Читать дальше...

"ქართული ოცნება" ცილისწამების გზით რევანშის მცდლობაში ადანაშაულებს "ნაციონალურ მოძრაობას"

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მედიასაშუალებებს აქვთ „უსუსური მცდელობა“ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ დანაშაული, რომელიც „მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება.“ ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. Читать дальше...

თეირანმა სარაკეტო იერიშით უპასუხა აღლუმზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილ დაჯგუფებას

Radiotavisupleba.ge 

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა დაუშინეს სირიაში დაბანაკებულ იმ ექსტრემისტული ჯგუფის მებრძოლებს, რომელსაც თეირანი ბრალს დებს ცოტა ხნის წინ მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში. 22 სექტემბერს, ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმის დროს ხალხში ატეხილი სროლის შედეგად, დაიღუპა 24 და დაიჭრა 60 - კაცი. იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“. მაგრამ თეირანი ბრალს დებს ირანში მყოფ არაბ სეპარატისტებს, რომელბიც სირიის ტერიტორიაზე, სირიის აბუ კამალის რეგიონში, მოქმედებენ. Читать дальше...

კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არ იქნება ანტირუსული

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და იმედი აქვს, რომ წინასაარჩევნო ატმოსფერო ანტირუსული ხასიათის შემცვლელი არ იქნება, - ამის შესახებ მან განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე. კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს რუსეთი, კარასინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის „სიმპათიურია ყველა ის პოლიტიკოსი... Читать дальше...


Музыкальные новости
Фёдор Шаляпин

Концерт-телепремьера «Шаляпин и Рахманинов в Кисловодске» состоится на выставке-форуме «Россия»





Rss.plus
Спартак

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс




В Москве скончался посол Гондураса Эльвир Сальгадо

Калашникова сделала Шаляпину необычное предложение

Магазины беспошлинной торговли откроют в Москве и Петербурге

Фестиваль гармони «Сметанинские встречи - 2024» пройдет при поддержке Президентского фонда культурных инициатив




შეუმდგარი რეფერენდუმის შემდეგ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდა

Radiotavisupleba.ge 

მაკედონის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი, რომელიც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მომხრეა, არ გამორიცხავს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც კვირას გამართული რეფერენდუმი შეუმდგარად გამოცხადდა. „ნუ ეთამაშებით ჩვენს მომავალს. იგი ყველაფერზე მეტია და ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ჩვენი ვალია, მაკედონია ვაქციოთ უკეთეს ქვეყნად“, - განაცხადა ზაევმა და დასძინა, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო არ დაუჭერს მხარს რეფერენდუმის შედეგებს, მაშინ სხვა გამოსავალი არ რჩება... Читать дальше...

"ევროპულ საქართველოს" იმედი აქვს, რომ 28 ოქტომბერს დაიწყება ივანიშვილის გუნდის გაძევება

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, გაშიფრულია სისტემური ვერტიკალური კორუფციის სქემა ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის და მინისტრების ჩართვით. „ეს სქემა დასტურდება არა მხოლოდ ერთი ბიზნესმენის განცხადებით, რომელიც გადააგდეს, არა მხოლოდ ჩანაწერებით, სადაც ამ სქემაზე ყოფილი თანამდებობის პირები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები საუბრობენ, არამედ რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბებით - “ფილიპ მორისთან“ დაკავშირებული სასამართლო პროცესი ადასტურებს, რომ რაზეც ჩანაწერებში საუბრობენ, შემდეგ... Читать дальше...

"თიბისი ბანკი" ზაზა ოქუაშვილის განცხადებას უარყოფს

Radiotavisupleba.ge 

"თიბისი ბანკი" ეხმაურება "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. ბანკის განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს ზაზა ოქუაშვილის განცხადება, თითქოსდა „თიბისი ბანკმა" გიორგი გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე ჩამოართვეს შეიარაღებულმა პირებმა. „თიბისი ბანკისთვის“ უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. Читать дальше...

საქართველოს ბანკი: „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ 84 მილიონიანი დავალიანება აქვს

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, „ომეგა ჯგუფს" ბანკის მიმართ დავალიანება აქვს, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. განცხადების თანახმად, „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, . „საქართველოს ბანკი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“... Читать дальше...

ვაშაძე: ქვეყანას მართავს კანონიერი ქურდი ივანიშვილი

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერის, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მართავს „მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქიული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან.“ თბილისში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი... Читать дальше...



Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фёдор Шаляпин

Концерт-телепремьера «Шаляпин и Рахманинов в Кисловодске» состоится на выставке-форуме «Россия»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ

«Динамо» подняло планку // Московский клуб вплотную приблизился к победе в РПЛ

Новыми соперниками тульского АКМ станут команды из Магнитогорска, Москвы и Нижнего Новгорода


Новак Джокович

Новак Джокович: «Я никогда не скажу, кого считаю величайшим в истории – оставлю это другим»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Врач-инфекционист Мескина перечислила группы риска по листериозу



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России