ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ამომრჩეველთა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის მობილიზების საშუალება აქვს სამ პოლიტიკურ ძალას - „თანხმობას“, „მწვანეთა კავშირს“ და პარტიას „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“ წინასწარი გამოკითხვით, რუს ამომრჩევლებზე ორიენტირებულ „თანხმობას“ ამომრჩეველთა 17 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ ორს კი - 9 პროცენტზე მეტი. ლატვიის პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამის შანსები 7 პოლიტიკურ პარტიას აქვს.