პაკისტანი: დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერი მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში
პაკისტანის ანტიკორუფციული უწყების თანახმად, მან სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის ბრალდებით 10 დღით დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერი შაჰბაზ შარიფი. უწყების თქმით, შაჰბაზ შარიფი, ყოფილ პრემიერ-მინსტრ ნავაზ შარიფის ძმა, 5 ოქტომბერს დააპატიმრეს მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის უნდა წარდგეს შარიფი სასამართლოს წინაშე. შაჰბაზ შარიფს ბრალად ედება უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება, როცა ის პენჯაბის პროვინციის მთავარი მინისტრი იყო 2013-2018 წლებში. ბრალდების თანახმად, მან გავლენა მოახდინა ხელისუფლებაზე, რომ ბინათმშენებლობის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში კონტრაქტების გაცემისას უპირატესობა მიენიჭებინათ კომპანიისთვის, რომელთანაც პოლიტიკურად იყო დაკავშირებული. შაჰბაზ შარიფის დაპატიმრება იმას ნიშნავს, რომ შარიფი მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.