აშშ-ის სენატმა უზენაესი საამართლოს წევრად დაამტკიცა დონალდ ტრამპის კანდიდატი ბრეტ კავანო
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, ბრეტ კავანო. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა 6 ოქტომბერს 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მოიწონა კავანოს არჩევა. ეს უკანასკნელ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს კენჭისყრაში მხოლოდ ორი ხმის სხვაობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კავანო მალე დადებს ფიცს.
სენატის კენჭისყრის მსვლელობისას შენობის წინ ათასამდე ადამიანი მართავდა საპროტესტო აქციას.
კავანოს დანიშვნა უზენაეს სასამართლოს კიდევ უფრო მარჯვნივ გადახრის და რესპუბლიკელი პრეზიდენტების მიერ დანიშნულ მოსამართლეებს 5-4 უმრავლესობა ექნებათ.
კავანოს დანიშვნა გაჭიანურდა იმის გამო, რომ ქალებმა მის წინააღმდეგ წამოაყენეს სექსუალური შევიწროების თაობაზე ბრალდებები.