ბარათაშვილის ქუჩაზე ნამსხვრევები არა შუშის ჩამოვარდნის, არამედ გამოცვლის გამო გაჩნდა
ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაზე, რომლის ჩამოვარდნილმა შუშამ 2018 წლის თებერვალში არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა, დაზიანებულ მინებს ცვლიან. 8 ოქტომბერს Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორის თქმით, შენობიდან კიდევ ერთი ფანჯარა ჩამოვარდა და ტროტუარები სავსე იყო ნამსხვრევებით.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ ნამსხვრევები არა შუშის ჩამოვარდნის, არამედ გაბზარულის გამოცვლისას გაჩნდა.
კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, შენობაზე დაზიანებული შუშის გამოცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მოქალაქეებმა შენიშნეს დაზიანებული შუშა და ის საშიშად მიიჩნიეს.