დაკავებულია ამერიკელი, რომელიც კონგრესის არჩევნების დღეს აფეთქებას გეგმავდა
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ამერიკელ პოლ როზენფელდს წაუყენა ბრალდება ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, როზენფელდი კონგრესის შუალედური არჩევნების დღეს, 6 ნოემბერს აფეთქებას გეგმავდა ვაშიგნტონის ცენტრში, კონგრესის შენობასა და ლინკოლნის ძეგლს შორის მდებარე ფეხით სავალ ზონაში. პროკურატურის ცნობით, როზენფელდს სურდა ყურადღების მიპყრობა მისი პოლიტიკური იდეოლოგიისადმი, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირების თავისფალი წილისყრით არჩევას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სახლის სარდაფში აღმოჩენილი, 90 კილოგრამიანი ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას მოჰყვებოდა დიდი მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა.