"სოიუზის" ეკიპაჟის წევრები კაფსულიდან გამოიყვანეს
რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის განცხადებით, მაშველებმა სპეციალური ტექნიკით კოსმოსური ხომალდის კაფსულიდან ამოიყვანეს რაკეტა „სოიუზ 10“-ის ეკიპაჟის წევრები, რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი და ნიკ ჰეიგი. ცენტრალური სამხედრო ოლქის ცნობითვე, ეკიპჟის წევრთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვების შემდეგ, დაახლოებით ორ წუთში, „სოიუზ 10“-ის ბორტზე ავარია მოხდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სტარტის შემდეგ რაკეტას ავარიულად გაეთიშა მეორე საფეხურის ძრავი.
რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად სახელმწიფო კომისია შეიქმნა.