ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურა დამატებითი კომენტარების გარეშე დატოვა
რუსთავი2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან დაადასტურა, რომ მართლაც ჰქონდა შეხვედრა მირზა სუბელიანთან, თუმცა დამატებითი კომენტარები პროკურატურაში გამოკითხვისა და მირზა სუბელიანთან პენიტენციურ დაწესებულებაში საუბრის კონკრეტული დეტალების შესახებ აღარ გაუკეთებია.
პროკურატურის თანახმად, გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით