Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2018

"რუსთავი 2" ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

0

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, „კურიერმა“ ახალი სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოფაილში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.

მათ შორის პირველია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის თანახმად, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა მირზა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.

სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

ჩანაწერის ტრანსკრიპტი

მირზა სუბელიანი: „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო.“

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი 14 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ, ამასთანავე, ის უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლება მის ერთგულებას სათანადოდ ვერ აფასებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: С начала года в Москве ввели в эксплуатацию восемь спортивных объектов





Москва

Свыше половины российских работодателей поощряют трудоголизм


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: С начала года в Москве ввели в эксплуатацию восемь спортивных объектов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элвис Пресли

В Швеции на гастроли отправят голограмму Элвиса Пресли




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™


ATP

Глава ATP вручил Яннику Синнеру награду первой ракетки мира



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Павильон «Макет Москвы» на ВДНХ подготовил программу ко Дню России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России