ბარსელონის „საგრადა ფამილიას“ ადმინისტრაცია 36 მილიონ ევროს გადაუხდის ბარსელონას ნებართვის გარეშე მშენებლობის გამო
ესპანეთის პრესის ცნობით, ბარსელონის „საგრადა ფამილიას“ (წმინდა ოჯახის ტაძრის) ადმინისტრაცია ქალაქის მერია კომპენსაციას გადაუხდის 36 მილიონ ევროს იმის გამო, რომ 133 წლის განმავლობაში ტაძარი ნებართვის გარეშე შენდებოდა. ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი „პაისი.“ ტაძარი ქალაქს ამ თანხას ათი წლის განმავლობაში გადაუხდის. მერიის პირობით, ფული ტაძრის მახლობელ ქუჩებს და ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ანტონი გაუდის პროექტის მიხედვით ნაგები ტაძარი არ არს დასრულებული. მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი დასრულება, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის, გაუდის გარდაცვალების ასი წლისთავისთვის მოხდება. წელიწადში ტაძარს 4,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და მას 50 მილიონი ევრო შემოაქვს შემოსავლის სახით.