პაკისტანის ლიდერი საუდის არაბეთში კონფერენციის ბოიკოტს არ უერთდება
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში ინვესტიციების კონცერენციას არ უცხადებს ბოიკოტს სხვათა მსგავსად და იქ ჩადის, რადგან „სასოწარკვეთაში ვართ“ სამეფოს სესხების გამოო. ხანის თქმით, 210 მილიონიანი მისი ქვეყანა ისტორიაში ყველზე მძიმე კრიზისს განიცდი სესხის მხრივ და თუ "არ მივიღებთ კრედიტს მეგობარი ქვეყნებისგან ან საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მომავალ ორ თუ სამ თვეში აღარ გვექნება უცხოური ვალუტა სესხების დასაფარად და იმპორტის გადასახდელად", ამ წუთში „სასოწარკვეთაში“ ვართ, განუცხადა ხანმა გამოცემა „მიდელ ისტ აის“. მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ საუდის არაბეთის ინვესტირების კონფერენციას ჟურნალისტს ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობის გამო სტამბოლის საკონსულოში. ხანი "შეშფოთებულია ხაშოგჯის შემაძრწუნებელი მკვლელობის გამო", მაგრამ თქვა, რომ „დაველოდებით, როგორი იქნება საუდის არაბეთის განმარტება... იმედია, განმარტება დააკმაყოფილებს ხალხს და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“.