Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უცხოელი დამკვირვებლების კრიტიკას არ ეთანხმება

0
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის კრიტიკული შეფასებები მეორე ტურის წინასაარჩევნო გაშუქებასთან დაკავშირებით  არ გაიზიარა. როგორც საბჭოს წევრი, გია  იაკობაშვილი აღნიშნავს,  შეფასება ტენდენციური და არაკომპეტენტური იყო. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შეცდომაა იმის თქმა, რომ ეს არის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ მსხდარან ტელევიზორთან თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ენა არ იციან. მათ ეს გააკეთეს ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით. თუმცა სანდონი არიან ეს დამკვირვებლები?ეს არის საკითხავი“-ამბობს გია იაკობაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იმ შესაბამისი ფაქტების წარდგენას ითხოვს, რომლის საფუძველზეც დასკვნა მომზადდა. მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მიზანშეწონილად მიიჩნევს სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძეც, თუმცა მას დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება:“ მე ვენდობი ამ სადამკვირვებლო მისიას და მათ მიერ ჩატარებულ მონიტორინგს. ვენდობი არა ბრმად, არამედ როგორც ყველა არხის, მათ შორის პირველი არხის მაყურებელი. ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი ტელევიზია პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით უფრო მიკერძოვებული იყო. ამიტომ ეს დასკვნა ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი“-გვითხრა ნინია კაკაბაძემ.


ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, საჯარო მანდატის სამართლებრივი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ მკვეთრად გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო, გაშუქების ტონი მკვეთრად განსხვავდებოდა და უმეტესად ნეგატიური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მაშინ, როცა „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ უფრო დადებითი ან ნეიტრალური იყო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ უზრუნველყო სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России