რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ექვის თვით ოფიციალურად გაახანგრძლივა რუსეთისათვის დაწესებული სანქციები, რომელიც უკრაინის ყირიმის ანექსიის გამო ბრიუსელმა პირველად 4 წლის წინ შემოიღო. ევროკავშირმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ სანქციების მოქმედების ვადამ კიდევ ექვსი თვით 2019 წლის ივლისის ბოლომდე გადაიწია. სანქციები სახელმწიფო უწყებების, ბანკებისა და ინდივიდუალური პირების ანგარიშების გაყინვასა და ვიზებზე უარის თქმას ითვალისწინეს. ამ კვირაში სანქცია შეეხო კიდევ ხუთ პირს, რუს მზვერავებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.