13-მდე გაიზარდა მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოტანილია 13 დაღუპულის ცხედარი - ამის შესახებ 2 იანვარს, დილით სააგენტო „ინტერფაქსს“ აცნობეს ჩელიაბინსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში. მანამდე დადასტურებული იყო 8 ადამიანის სიკვდილი. ნანგრევებში რჩება სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი. მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის გამზირზე მდებარე ათსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში აფეთქება 31 დეკემბერს, დილით მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ტრაგედიის გამო, 2 იანვარი ჩელიაბინსკის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.