Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 02.01.2019

სესხების განულების დრო გახანგრძლივდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

სესხების განულების დრო 2019 წლის 15 იანვრამდე გადაიწია, რადგან ფონდ ქართულს პროგრამაში რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ჩართულა. „ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა, ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ ამ პროგრამას“, – განაცხადა […]

მაგნიტოგორსკში 26-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 26-მდე გაიზარდა 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მაშველები ყინვაში განაგრძობენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას. აფეთქების შედეგად დაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრომ 2 იანვარს გამოაცხდა, რომ მომხდარიდან ორი დღე-ღამის შემდეგ ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება 15-მდე ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ამავე სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ექვსი ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბიჭი, ცოცხლები ამოიყვანეს ნანგრევებიდან. Читать дальше...

აშშ რუსეთისაგან მოითხოვს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთისაგან მოითხოვა მოსკოვში დაკავებული ამერიკელის, პოლ ვილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“. პომპეოს თქმით, ვაშინგტონს ასევე სურს იცოდეს აშშ-ის მოქალაქის დაკავების მიზეზი. 48 წლის უილანი 28 დეკემბერს დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა. მას ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად მოიხსენიებენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, უილანს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის დეტალები უცნობია. რუსეთის... Читать дальше...



2018 წელს 5,9 მილიარდი დოლარით შემცირდა რუსი მილიარდერების ქონება

Radiotavisupleba.ge 

სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 2018 წელს მთლიანობაში 5,9 მილიარდი დოლარით შემცირდა რუსი მილიარდერების ქონება. მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში, რომელიც „ბლუმბერგმა“ შეადგინა, 25 რუსია. გასულ წელს გაიზარდა ცხრა მათგანის ქონება. სამეულში, რომელმაც ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა, შედიან ბიზნეს-ჯგუფ „რენოვის“ მფლობელი ვიქტორ ვეკსელბერგი (დაკარგა 3,1 მილიარდი დოლარი), ურალის სამთო-მეტალურგიულ კომპანიის პრეზიდენტი ისკანდერ მახმუდოვი (დაკარგა 2,4 მილიარდი) და „სევერსტალის“ თანამფლობელი ალექსეი მორდაშოვი (დაკარგა 2,2 მილიარდი). Читать дальше...

ირმა ინაშვილი ქალიშვილთან ერთად (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვიდეოჩვენებისთვის დააჭირეთ ფოტოს ტელემაყურებელი პოლიტიკოსებს ძირითადად ტელეეკრანიდან იცნობს და მხოლოდ მის პოლიტიკური აქტივობებს ადევნებს თვალს, თუმცა არ ვიცით როგორ ცხოვრობენ ისინი მას შემდეგ, რაც ასრულებენ სამუშაო დღეს და ოჯახში ბრუნდებიან. TV “პირველი”ს საახალწლო ეთერის სტუმრები, ირმა ინაშვილი და მისი ქალიშვილი ნინი კევლიშვილი იყვნენ.

10 კონფლიქტი, რომელიც 2019 წელსაც გაჰყვება

Radiotavisupleba.ge 

ვითარებაში, როცა მსოფლიო წესრიგზე აშშ-ის გავლენა სუსტდება, სხვები ცდილობენ თავიანთი გავლენის გაძლიერებას უცხო ქვეყნების კონფლიქტებში ჩარევით. ვინ არიან ეს „სხვები“, ან სად და რა ვითარებაში არსებობს ყველაზე მწვავე კონფლიქტები?

16 ქვეყნის ანტიდოპინგური სააგენტოები მოითხოვენ ზომებს რუსეთის სააგენტოს მოქმედებაზე საპასუხოდ

Radiotavisupleba.ge 

16 ქვეყნის ანტიდოპინგური ორგანიზაციები მოითხოვენ დაუყოვნებლივ ამოქმედებას მას შემდეგ, რაც რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტო RUSADA-მ უცხოელ ექსპერტებს დათქმულ ვადამდე არ მიაწოდა მონაცემები თავისი ლაბორატორიიდან. 16 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის ანტიდოპინგური ორგანიზაცია მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტო WADA-ს მოუწოდებს, აღიაროს, რომ ასეთი ქმედება სერიოზულ პრობლემას ქმნის და საჭიროა საკითხის სასწრაფოდ განხილვა. ასეთ მოწოდებას შეიცავს 2 იანვარს გავრცელებული განცხადება. წინა დღეს კი WADA-ს პრეზიდენტმა კრეგ რიდიმ გამოთქვა „მწარე იმედგაცრუება“ იმით... Читать дальше...



20-ს გადააჭარბა მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

იზრდება რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და ჯერაც უცნობია 20-ზე მეტის ბედი ინციდენტიდან ორი დღე-ღამის შემდეგ. აფეთქების შედეგად დაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი. სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. ექვსი ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბიჭი - ცოცხლები ამოიყვანეს ნანგრევებიდან. რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად გაზის აფეთქება დაასახელა მომხდარის სავარაუდო მიზეზად. Читать дальше...

პომპეო: აშშ მოითხოვს საკონსულოს წარმომადგენლის შეხვედრას რუსეთში დაკავებულ ამერიკელთან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მოითხოვს საკონსულოს წარმომადგენლის შეხვედრას რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელთან, პოლ უილანთან, და მზადაა მოითხოვოს უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, თუ მისი დაკავება გაუმართლებელი იყო. პომპეომ ბრაზილიაში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ საკონსულოს წარმომამდგენლები რამდენიმე საათში შეძლებენ უილანთან შეხვედრას და მეტი ინფორმაციის მიღებას. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 31 დეკემბერს გამოაცხადა... Читать дальше...

აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი დაიღუპა საახალწლო ზავის მიუხედავად

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის საახალწლო ზავის მიუხედავად მომხდარი შეტაკებების დრო. თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს გამოაცხადა, რომ სეპარატისტებმა 1 იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამავე წყაროს თანახმად, უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი მებრძოლი. თავის მხრივ, სეპარატისტების ხელმძღვანელობა ადანაშაულებს კიევს ზავის დარღვევაში. 2014 წლის აპრილიდან... Читать дальше...

მედია: რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ბევრჯერ არის ნამყოფი ამ ქვეყანაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი, რომელიც მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 2007 წლიდან რეგულარულად ჩადიოდა რუსეთში. ამის შესახებ წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ უილანის ნაცნობებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მედიასაშუალებებმა მოიპოვეს ასევე ინფორმაცია, რომ 48 წლის პოლ უილანი მუშაობს კომპანია „ბორგ უორნერში“, რომელიც ავტომანქანის ნაწილებს აწარმოებს. უილანი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების განყოფილებას. მედიასაშუალებებში ვრცელდება ცნობაც, რომ ის ყოფილი საზღვაო ქვეითია, ორჯერ მონაწილეობდა ერაყის სამხედრო კამპანიაში... Читать дальше...

პეკინი იტოვებს უფლებას, მიმართოს „ყველა ზომას“ ტაივანთან მშვიდობიანად გასაერთიანებლად

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის პრეზიდენტ სინ ძინპინის განცხადებით, პეკინი არ იტყვის უარს უფლებაზე, მიმართოს „ყველა საჭირო ზომას“ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ტაივანისა და ჩინეთის მშვიდობიან გაერთიანებას. სი ძინპინის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ საბოლოოდ გაერთიანება მოხდება. მან ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფთ მოუწოდა, ითანამშრომლონ ამ მიზნის მისაღწევად. ჩინეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 1 იანვარს, ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-უენმა ჩინეთს მოუწოდა ორ მხარეს შორის პრობლემების მოსაგვარებლად... Читать дальше...

საქართველოს პარლამენტთან გრძელდება მაჩალიკაშვილის და სარალიძის აქცია

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გრძელდება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოზარდების ჩხუბისას მოკლული დავით სარალიძის მამების, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის და ზაზა სარალიძე 2019 წელს შეხვდნენ პარლამენტთან, სადაც თანაგრძნობის გამოსახატად მათთან ბევრი ხალხი მივიდა. „ჩვენ აქ ვიქნებით, სანამ არ დადგინდება სიმართლე. Читать дальше...

19-მდე გაიზარდა მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიტანეს კიდევ სამი დაღუპულის, მათ შორის სამი წლის გოგონას ცხედარი. 2 იანვრის 13 საათის მონაცემებით, აფეთქებამ სულ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 20-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის გამზირზე მდებარე ათსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში აფეთქება 31 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ტრაგედიის გამო 2 იანვარი ჩელიაბინსკის ოლქში გლოვის დღეა.

სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარია წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძოება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წყარო: – .interpressnews.ge

ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიის ეროვნულ კონგრესში გაიმართა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, მკვეთრად მემარჯვენე და ნაციონალისტური იდეებით ცნობილი ჟაირ ბოლსონარუს ინაუგურაციის ცერემონია. ფიცის დადების შემდეგ, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ განამტკიცებს ბრაზილიის დემოკრატიას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას ბაზრების გახსნის და სტრუქტურული რეფორმების გზით, გაამარტივებს კანონს იარაღის ტარების შესახებ, განამტკიცებს ძალოვან სტრუქტურებს და დაბლოკავს აბორტის ლეგალიზაციის მცდელობებს. პარლამენტის ყოფილმა წევრმა, არმიის ყოფილმა ოფიცერმა ჟაირ ბოლსონარუმ... Читать дальше...

მაგნიტოგორსკში აფეთქებული სახლის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 16-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 2 იანვრის დილის მდგომარეობით, ნანგრევებში ნაპოვნი იყო 13 დაღუპულის ცხედარი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სულ მცირე 25 ადამიანი. მაგნიტოგორსკის საავადმყოფოში რჩება ხუთი დაშავებული, მეექვსე - 11 თვის ბიჭი კი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან 1 იანვარს ამოიყვანეს, მოსკოვის ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში... Читать дальше...

ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა არ დაეშვათ მექსიკის ტერიტორიიდან საზღვარზე მიგრანტების ჯგუფის გადასვლა. 150-მდე ადამიანი აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა მექსიკის ქალაქ ტიხუანიდან. შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მიგრანტებმა ამერიკელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინეს. ამასთან, სააგენტო AP-ის ფოტოკორესპონდენტის ცნობით, მიგრანტებმა ქვების სროლა დაიწყეს ამერიკელი მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ. დაკავებულია 25 ადამიანი. Читать дальше...

პოლიცია ტერაქტად განიხილავს მანჩესტერში მომხდარ თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერაქტად განიხილავს ქალაქ მანჩესტერში, რკინიგზის სადგურ „ვიქტორიაში“ მომხდარ თავდასხმას. 31 დეკემბერს საღამოს, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა დაჭრა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. სამართალდამცავებმა დააკავეს 25 წლის ეჭვმიტანილი. ბრიტანული პრესა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ყვიროდა „დიდება ალაჰს.“ ეჭვმიტანილი მანჩესტერის მცხოვრებია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. მანჩესტერის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმას იძიებენ როგორც ტერაქტს... Читать дальше...

13-მდე გაიზარდა მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოტანილია 13 დაღუპულის ცხედარი - ამის შესახებ 2 იანვარს, დილით სააგენტო „ინტერფაქსს“ აცნობეს ჩელიაბინსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში. მანამდე დადასტურებული იყო 8 ადამიანის სიკვდილი. ნანგრევებში რჩება სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი. მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის გამზირზე მდებარე ათსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში აფეთქება 31 დეკემბერს, დილით მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. Читать дальше...



Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Диана Арбенина

Диана Арбенина и «Ночные Снайперы» станут хедлайнерами GARAGE FEST Игора Драйв




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Кто создает «креативный код» страны?

«Локомотив» и воронежский «Факел» сразятся на столичной «РЖД Арене»

Псковичи участвуют в окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» в Москве


WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

MTA reveals new electric buses, charging stations in Queens



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России