Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 12.01.2019

თუ არის რაიმე კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – კახა ლაკაძე „თი ბი სი ბანკის“ საქმეზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

კონკრეტულად ამ „ქეისს“ არ ვიცნობ“, -ასე უპასუხა „ ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას „თიბის ბანკთან“ დაკავშირებით. „არ ვიცი, საკითხს არ ვიცნობ, თუმცა თუ არის რაიმე კანონდარღვევა, რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულად ამ „ქეისს“ არ ვიცნობ“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ […]

ევროკავშირი მოუწოდებს ბელორუსიას გააუქმოს სიკვდილით დასჯა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებას გააუქმოს სიკვდილის დასჯის პრაქტიკა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელიც ორი დღის წინ შეეფარდა მკვლელობაში ბრალდებულ ბელორუსიის მოქალაქეს, ალექსანდრ ასიპოვიჩს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 9 იანვარს სასამართლომ 36 წლის ასიპოვიჩი დამნაშავედ ცნო ორი ქალის მკვლელობაში ქალაქ ბაბრუისკში. ევროკავშირი მოუწოდებს მინსკს, რომ გამოიყენოს უფრო მსუბუქი სასჯელის ზომა იმათ მიმართ, ვინც უკვე მსჯავრდებულია ან გამოძიების ქვეშ იმყოფება მძიმე სისხლის სამართლის მუხლით.... Читать дальше...

საფრანგეთში გაიმართა „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი საპროტესტო აქცია

Radiotavisupleba.ge 

პარიზში გაიმართა „ყვითელი ჟილეტის“ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ცენტრის გავლით ტრიუმფალური თაღისაკენ. იუწყებიან, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმე შეხლა-შემოხლას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სამართალდამცველებს მოუხდათ ცრემლმდენი გაზის გამოყენება, რათა შეევიწროვებინათ ისინი, ვინც პოლიციას ქვებს უშენდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა გაავრცელა გაფრთხილება, მოსალოდნელი მკაცრი ზომების შესახებ დემონსტრანტთა რიგებში მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად. Читать дальше...



გესტაპო+შინსახკომი: ჩეკისტებისა და ნაცისტების ერთობლივი მოღვაწეობა

Radiotavisupleba.ge 

დოკუმენტებით, რომლებიც ახლახან უკრაინის სსრ უშიშროების კომიტეტის არქივში აღმოჩნდა, ხოლო 2014 წლის რევოლუციის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდა მკვლევრებისთვის, დასტურდება, რომ შინსახკომი გესტაპოს გადასცემდა გერმანიიდან დევნილებს, რომლებიც ჰიტლერისგან ხსნას საბჭოთა კავშირში ეძებდნენ.

სერბიაში განახლდა ანტისამათავრობო აქციები

Radiotavisupleba.ge 

სერბიაში განახლდა ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ადანაშაულებენ მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ოპოზიციის დევნის მცდელობაში.   დემონსტრაციებმა სერბიაში იფეთქა გასულ თვეში, როდესაც ხულიგნებმა სასტიკად სცემეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორკო სტეფანოვიჩი. ამ თავდასხმამ ბევრ ადამიანს გაახსენა 1990-იანი წლები, როდესაც სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის დროს ხშირად ხდებოდა თავდასხმები რეჟიმის ოპონენტებზე. ხელისუფლება უარყოფს ოპოზიციონერის ცემასთან კავშირს. Читать дальше...

სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა – ამირან გამყრელიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები – სამეგრელოში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. “ზოგადად ავადობის მაჩვენებელი კვირის ბოლოს ითვლება. წინა კვირაში 256 იყო და წინასწარი მონაცემები ამ კვირაშიც ამ დიაპაზონში იქნება. სასწრაფოს გამოძახების […]

დავით სერგეენკო: ჩამოვიდა „ტამიფლუს“ 13 000 დოზა, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნისთვის

Radiotavisupleba.ge 

„ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ის 12 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო: „პრეპარატის გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე პრეპარატს გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. Читать дальше...

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: FBI აწარმოებდა გამოძიებას ტრამპის მიმართ

Radiotavisupleba.ge 

გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კონტრტერორიზმის კუთხით 2017 წელს დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, ეწეოდა თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქმიანობას რუსეთის ინტერესებისთვის. გაზეთი ეყრდნობა FBI-ს ყოფილი ანონიმი თანამშრომლის ინფორმაციას, რომლის თანახმად კონტრტერორისტული გამოძიება წარმოებდა ცალკე იმ სისხლის სამართლებრივი გამოძიებისაგან, რომელსაც სპეცპროკური რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს. კონტრტერორისტული გამოძიება სწვალობს ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებს. Читать дальше...



ოთხი ადამიანი დაიღუპა პარიზში მომხდარი აფეთქებისას

Radiotavisupleba.ge 

12 იანვარს, პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა. მისივე თქმით, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 მსუბუქად არის დაშავებული: „ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან ორი მეხანძრეა და ორი სამოქალაქო პირი. ათი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა მინისტრმა. 12 იანვარს, დილით, პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. Читать дальше...

სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ვანის ერთ-ერთ რესტორანში. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. შსს-ს განცხადებით, დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ: „11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. Читать дальше...

ხიდისთავში სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ადგილობრივმა მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სოფელს ნახევარი თვეა წყალი არ მიეწოდება. ხიდისთაველებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. სოფლის მცხოვრებნი 12 იანვარს სოფლის ცენტრში გავიდნენ და გზა გადაკეტეს გორი-ხიდისთავი-ატენის მონაკვეთზე. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები, რომლებმაც აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. ხიდისთაველები ადგილზე მხარის გუბერნატორის ჩასვლას ითხოვენ. Читать дальше...

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს არის ჩვენი შუალედური გამარჯვება

Radiotavisupleba.ge 

„ეს არის ჩვენი შუალედური გამარჯვება“, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გაგრძელებასა და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით: „ცხადია, რომ ამ ეტაპზე, მოსამართლეთა კანდიდატების ეს ათკაციანი სია, ამ ფორმით აღარ გავა კენჭისყრაზე. როგორც მოვისმინეთ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფში. იმისათვის... Читать дальше...

პარიზში 9 კაცი დაშავდა გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას

Radiotavisupleba.ge 

9 კაცმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, პარიზის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად. სააგენტო "როიტერსის" თანახმად, აფეთქება შაბათ დილით მოხდა ტრევიზეს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობში. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა პოლიცია, რომელიც ამ დღეებში სადღეღამისო მორიგეობას ასრულებს პარიზში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ საპროტეტსო აქციებსთან დაკავშირებით. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განუცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფერ კასტანერმა ჟურნალისტებს. Читать дальше...

ვანში სამართალდამცველები და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვანის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველები და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელჩართულ ჩხუბს, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ რესოტრანში მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო 126 -ე მუხლით იძიებს.

თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭოს წარმოდგენილი სია არ გავა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესს ფეისბუქით ეხმაურება და წერს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი და პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს კანდიდატურებზე: „მე არ ვიცი, საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის... Читать дальше...

ეუთო იუწყება მისი სადაზვერვო დრონის ჩამოგდებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ცნობით, 10 იანვარს მისიის სადაზვერვო დრონი ჩამოვარდა სოფელ პაპასნასთან, ლუგანსკის რაიონში. ადგილს, სადაც უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. მაგრამ ეუთოს მისიის განცხადებით, დრონი, რომელიც თოვლის გაწმენდის ოპერაციას ადევნებდა თვალს, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის მხრიდან, დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებიდან გახსნილი სროლის შედეგად ჩამოვარდა.   სადამკვირვებლო მისიამ აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. 2018 წლის ნოემბერში... Читать дальше...

„ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე მდებარე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 12 იანვარს დილით მოხდა და ქურდობაში, სავარაუდოდ, რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. საკვები ობიექტის თანამშრომლები რადიო თავისუფლებასთან კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ: „ისეთი არაფერი მომხდარა, რომ სალაპარაკოდ ღირდეს. კარი ჩამოვარდა“. ... Читать дальше...

გიორგი მიქაუტაძე: თითოეული კანდიდატი მზადაა ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებაროს

Radiotavisupleba.ge 

„თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ის 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასა და სამუშაო პროცესზე ისაუბრეს: „შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია

Radiotavisupleba.ge 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ის 12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტში შეხვდა. კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად... Читать дальше...

„ჰარდ როკ კაფეში“ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

Radiotavisupleba.ge 

„ჰარდ როკ კაფეში“ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საკვები ობიექტის თანამშრომლები რადიო თავისუფლებასთან კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ: „ისეთი არაფერი მომხდარა, რომ სალაპარაკოდ ღირდეს. კარი ჩამოვარდა“. მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბარის შესასვლელი კარი მთლიანად არის ჩამოღებული. ბარის ტერიტორიაზე იმყოფებიან საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის წარმომადგენლები.

აშშ-ის მთავრობის „შათდაუნმა“ 12 იანვარს რეკორდულ ხანგრძლივობას მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

12 იანვრიდან აშშ-ს ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“  აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი” გახდა. ის უკვე 22-ე დღეა გრძელდება. აქამდე, ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ 1995 წელს დაფიქსირდა და მან 21 დღეს გასტანა. 22-ე დღეა აშშ-ის ბიუროკრატიის ნაწილს მუშაობა შეჩერებული აქვს. მთავრობის მუშაობის სრულად აღდგენას ხელს უშლის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება: აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ტრამპი მუდმივად ამტკიცებდა, რომ კედლის ფულს მექსიკა გადაიხდიდა... Читать дальше...

დღეიდან "ტამიფლუ" გრიპით დაავადებულებისთვის უფასო იქნება

Radiotavisupleba.ge 

ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" სახელმწიფოს თანადაფინანსებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დღემდე ანტივირუსული პრეპარატი მხოლოდ ორსულების, მელოგინეების, ბავშვების, ხანშიშესულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის იყო უფასო. "ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული პროცესში. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს უკლებლივ... Читать дальше...



Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Я заставила себя не испытывать чувство голода»: Анастасия Волочкова рассказала в шоу Анфисы Чеховой на ТВ-3 о своём детстве




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


Роджер Федерер

Теннисисты Роджер Федерер и Рафаэль Надаль стали лицами рекламной кампании Louis Vuitton



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России