აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი დაიღუპა საახალწლო ზავის მიუხედავად
უკრაინა აცხადებს, რომ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის საახალწლო ზავის მიუხედავად მომხდარი შეტაკებების დრო.
თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს გამოაცხადა, რომ სეპარატისტებმა 1 იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამავე წყაროს თანახმად, უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი მებრძოლი.
თავის მხრივ, სეპარატისტების ხელმძღვანელობა ადანაშაულებს კიევს ზავის დარღვევაში.
2014 წლის აპრილიდან 10 300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მთავრობის ჯარები ებრძვიან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. ამჟამად მოქმედი საახალწლო ზავი 29 დეკემბრის ღამეს ამოქმედდა.