პეკინი იტოვებს უფლებას, მიმართოს „ყველა ზომას“ ტაივანთან მშვიდობიანად გასაერთიანებლად
ჩინეთის პრეზიდენტ სინ ძინპინის განცხადებით, პეკინი არ იტყვის უარს უფლებაზე, მიმართოს „ყველა საჭირო ზომას“ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ტაივანისა და ჩინეთის მშვიდობიან გაერთიანებას.
სი ძინპინის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ საბოლოოდ გაერთიანება მოხდება. მან ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფთ მოუწოდა, ითანამშრომლონ ამ მიზნის მისაღწევად.
ჩინეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 1 იანვარს, ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-უენმა ჩინეთს მოუწოდა ორ მხარეს შორის პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ მშვიდობიანი ზომების გამოყენებისაკენ. „მსურს ჩინეთს მოვუწოდო, თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ არსებობს ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანში“, განაცხადა ცაიმ. მისივე თქმით, ტაივანის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში ჩინეთის ჩარევა არის ამჟამად „უდიდესი გამოწვევა“ მისი ქვეყნისათვის.
ჩინეთი უარყოფს, რომ ერევა ტაივანის საშინაო საქმეებში.