საქართველოს პარლამენტთან გრძელდება მაჩალიკაშვილის და სარალიძის აქცია
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გრძელდება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოზარდების ჩხუბისას მოკლული დავით სარალიძის მამების, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის და ზაზა სარალიძე 2019 წელს შეხვდნენ პარლამენტთან, სადაც თანაგრძნობის გამოსახატად მათთან ბევრი ხალხი მივიდა. „ჩვენ აქ ვიქნებით, სანამ არ დადგინდება სიმართლე. იქამდე, სანამ არ აღიარებენ თემირლანის უდანაშაულობას და ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობაში ჩადენილ დანაშაულს აქცია გაგრძელდება“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რომ საზღვარგარეთ სიმართლე ვერ გაიტანოს და ბერლინიდან უკან დააბრუნეს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ სიმართლე გაიგოს.