19-მდე გაიზარდა მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიტანეს კიდევ სამი დაღუპულის, მათ შორის სამი წლის გოგონას ცხედარი. 2 იანვრის 13 საათის მონაცემებით, აფეთქებამ სულ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 20-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის გამზირზე მდებარე ათსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში აფეთქება 31 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ტრაგედიის გამო 2 იანვარი ჩელიაბინსკის ოლქში გლოვის დღეა.