მაგნიტოგორსკში 26-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 26-მდე გაიზარდა 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მაშველები ყინვაში განაგრძობენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას. აფეთქების შედეგად დაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი.
რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრომ 2 იანვარს გამოაცხდა, რომ მომხდარიდან ორი დღე-ღამის შემდეგ ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება 15-მდე ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ამავე სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.
ექვსი ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბიჭი, ცოცხლები ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად გაზის აფეთქება დაასახელა მომხდარის სავარაუდო მიზეზად. მაგრამ 1 იანვარს ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ განიხილება „ყველა შესაძლო მიზეზი“ და რომ არ აღმოუჩენიათ ბომბის აფეთქების ნიშნები.