პროკურატურა "თიბისი ბანკის" დოკუმენტებს სწავლობს
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მისი საგამოძიებო ნაწილი სწავლობს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტებს. ამ ეტაპზე პროკურატურაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გაავრცელებს. თავად „თიბისი ბანკი“ რაიმე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.