საპენსიო რეფორმა: რამდენად გათვლილია რისკები
1 იანვრიდან 2 %-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ევალება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე უკვე ჩაეშვა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა - დამსაქმებელს ახლა შეუძლია სისტემაში რეგისტრაციის გავლა.