Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2019

პროკურატურის ცნობით, "თიბისიდან" დოკუმენტების გამოთხოვა ფულის გათეთრების საქმეს უკავშირდება

0
პროკურატურის ცნობით,

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაციის გამოთხოვა უკავშირდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, თუმცა, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ დგას. პროკურორ სალომე ჩიქობავას ცნობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის,“ მისი კლინეტი იურიდიული პირების, აქციონერების და ადმინისტრატორების ფინანსური საქმიანობის შესწავლა.

„შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს და მასალები რეაგირებისთვის გაიგზავნა ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში“ - განაცხადა ჩიქობავამ. მისივე თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან 2018 წლის ივლისში მითებული ინფორმაციის საფუძველზე, 2 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში კომპანიებმა „სამგორი ემ“-მა და „სამგორი თრეიდ“-მა „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით აიღეს დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემულ იქნა ფიზიკურ პირებზე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

„სესხის თანხის გადახდის გარეშე 2008 წლის ბოლოს სესხი გადატანილ იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა, ხოლო 2012 წლის აგვსიტოში, კომპანიების მიერ სესხის თანხის გადახდის გარეშე, ჩანაცვლებულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ“ - განაცხადა სალომე ჩიქობავამ. მისი ინფორმაციით, „თიბისი ბანკისთვის" თანხა დღემდე არ არის ანაზღაურებული. პროკურორის ინფორმაციით, დაკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი. სალომე ჩიქობავას განმარტებით, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და მიზანშეწონლად ჩაითვალა ბანკიდან ზოგიერთი დოკუმენტის გამოთხოვა, რის გამოც 4 იანვარს პროკურატურამ განჩინებისთვის მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ დაიწყო გამოძიება 10 წლის შემდეგ, სალომე ჩიქობავამ უპასუხა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა 2018 წლის ზაფხულში. პროკურორის განმარტებითვე, გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ეხება და მისი ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის. სალომე ჩიქობავას განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე არ დგას რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве





Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Ивлеева

Сменившая образ Ивлеева появилась на презентации своего азиатского ресторана




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Ролан Гаррос

Ига Свентек в четвертый раз выиграла Открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Take a mystery lover's holiday by solving crime on the Italian Riviera in On Your Tail



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России