თბილისი მოლის პარკინგზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
„სავაჭრო ცენტრის -2 სართულზე მდებარე მწვანე სექტორში, საპარკინგე სივრცეში ხანძარი გაუჩნდა მსუბუქი ავტომობილის ძრავას. ადგილზე გასული იყო სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა. ხანძარი ლიკვიდირებულია. არავინ დაშავებულა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ფეიქრიშვილმა, რომლის თქმითაც, ძლიერი კვამლის გამო შენობაში ამუშავდა სახანძრო სიგნალიზაცია. განხორციელდა სრული ევაკუაცია. სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს ყველა ადამიანს, მათ შორის დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც.