მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ცოლს ეყრება
საინტერნეტო გიგანტის, „ამაზონის“ შეფი ჯეფ ბეზოსი შორდება ცოლს, მაკენზის. ამის შესახებ ცოლ-ქმარმა ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია. 8 იანვარს „ამაზონი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია გახდა. ჟურნალმა „ფორბსმა“ ბეზოსი, 2018 წლის მაჩვენებლების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დაასახელა და მისი ქონება 160 მილიარდ დოლარად შეაფასა. „ამაზონის“ აქციები უმნიშვნელოდ დაეცა ცოლ-ქმრის გაყრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ.