ქუთაისის მერიამ „თეთრი ხიდის“ არაჯეროვნად რეკონსტრუქციისთვის კომპანიას უჩივლა
ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა-რუს საქართველო“ 185 307 ლარით დააჯარიმა ქალაქის ისტორიულ „თეთრ ხიდზე“ არაჯეროვნად შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას საქალაქო სასამართლოში უჩივლა.