Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2019

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია

0
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ის 12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტში შეხვდა. კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდიულად წარმოუდგენელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორი, სამუშაო შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჯგუფი დეტალურად განიხილავს მოსამართლეთა არჩევის პროცესის წარმართვას: „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა, თუ რა სახით, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. უახლოეს მომავალში უნდა დაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების საგნად არის ქცეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის 10 დეკემბერს წარუდგინა. 27 დეკემბერს სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი დაასახელა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის მიზეზად.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 10 იანვარს განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფართო მსჯელობის საფუძველზე.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Парадоксы двойного стандарта


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

"БИЗНЕС Online": концерт Басты в Казани собрал 23 тысячи человек




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре


Александр Зверев

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России