ეუთო იუწყება მისი სადაზვერვო დრონის ჩამოგდებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში
![ეუთო იუწყება მისი სადაზვერვო დრონის ჩამოგდებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში](https://gdb.rferl.org/C918E18B-0B93-4345-811E-1E9BE027E070_w800_h450.jpg)
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ცნობით, 10 იანვარს მისიის სადაზვერვო დრონი ჩამოვარდა სოფელ პაპასნასთან, ლუგანსკის რაიონში. ადგილს, სადაც უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. მაგრამ ეუთოს მისიის განცხადებით, დრონი, რომელიც თოვლის გაწმენდის ოპერაციას ადევნებდა თვალს, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის მხრიდან, დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებიდან გახსნილი სროლის შედეგად ჩამოვარდა.
სადამკვირვებლო მისიამ აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. 2018 წლის ნოემბერში, მისიის კუთვნილი დრონი რუსეთის საზღვართან ჩამოაგდეს, მეორე უპილოტო თვითმფრინავი 2019 წლის დასაწყისში, 2 იანვარს ჩამოვარდა ლუგანსკის რეგიონში.
გაეროს თანახმად, უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან მიმდინარე კონფლიქტის შედეგად 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სისიხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა 2016 წლის ნოემბერში დაადგინა, რომ ეს არის „შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის.“