ბრიტანელმა კანონმდებლებმა უარყვეს პრემიერ-მინისტრის "ბრექსიტის" გეგმა
ბრიტანელმა კანონმდებლებმა 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ. კენჭისყრამდე ტერეზა მეი კანონმდებლებს აფრთხილებდა, რომ გეგმის უარყოფა ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. კენჭისყრის უარყოფითი შედეგით „ბრექსიტის“ ბედი გაურკვეველი ხდება. ექსპერტების ვარაუდით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთის ეკონომიკისათვის ქაოსს მოასწავებს. ევროკავშირში დარჩენის მომხრეები რეფერენდუმის ხელახლა გამართვას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო „ბრექსიტს“.