შვედეთის არმია: რუსეთის ავიაციამ შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
შვედეთის არმია ავრცელებს განცხადებას, რომ რუსეთის მზვერავმა თვითმფრინავმა და ორმა გამანადგურებელმა მცირე ხნით დაარღვიეს შვედეთის საჰაერო სივრცე ბალტიის ზღვის სანაპიროს არეალში. ილ-20-ის და ორი სუ-27-ის ტიპის თვითმფრინავები19 იანვარს შევიდნენ შვედეთის სამხრეთის ქალაქ კარლსჰამის არეალში, მალმოდან 135 კილომეტრში, იტყობინება შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 24 იანვარს. განცხადების თანახმად, თვითმფრინავები შვედეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შეიჭრნენ და მომხდარის შესახებ ეცნობა შვედეთის მთავრობას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინციდენტი და განაცხადა, რომ ყველა ფრენა საერთაშორისო სამართლის თანახმად ხორციელდება, სხვა ქვეყნების საზღვრების დარღვევის გარეშე. ინციდენტის ფონია მზარდი სამხედრო აქტიურობა ბალტიის ზღვის რეგინში, საიდანაც არაერთი ცნობა გავრცელდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის და რუსეთის საზღვაო ხომალდების რაოდენობის ზრდის თაობაზე.