უკრაინის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა შეუფარდა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს
კიევის სასამართლომ სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მას შეუფარდა 13 წლით პატიმრობა.
იანუკოვიჩი დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფოს ღალატისა და უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობისა და ომის წარმოებისათვის ხელის შეწყობის, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დახმარების ბრალდებებით.
2014 წელს იანუკოვიჩი რუსი სამხედროების დახმარებით გაიქცა რუსეთში, სადაც დროებითი თავშესაფარი მიიღო.