ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, კლინიკიდან გაწერენ
![ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, კლინიკიდან გაწერენ](https://gdb.rferl.org/4F7AE1CB-7793-4290-995A-8B50DC94D727_w800_h450.jpg)
ბავშვს, რომელმაც, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია და 23 იანვარს ბათუმიდან თბილისშიმ იაშვილის კლინიკაში გადმოყვანეს, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ რომ, ბავშვს მეორე ხარისხის დამწვრობა დაუდგინდა.
„დღეს პაციენტს ვწერთ ბინაზე , ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევის შედეგად დადგინდა მეორე ხარისხის დამწვრობა, სამი კვირით ეწერება კონსერვატიული მკურნალობით ქვეშ, ბავშვი იღებს საკვებსა და სითხეს, სამი კვირის შემდეგ განმეორებითი კვლევაზეა დაბარებული, რათაგაირკვეს საყლაპავის შევიწროება ხომ არ დაიწყება თუ ალაგდება საბოლოოდ მდგომარეობა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას იაშვილის ბავშვთა კლინიკაში.
4 წლის ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. საკითხის მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.