ამნესტი ინტერნეიშენალი: 2018 წელი ირანისთვის „სირცხვილის წელიწადი იყო“
7 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს ირანში 2018 წელს, რომელსაც უფლება დამცავი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი თავის ანგარიშში თეირანის „სირცხვილის წელიწადს“, „რეპრესიის უსირცხვილო კამპანიას“ უწოდებს. 24 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამნესტი წერს, რომ 2018 წელს დაკავებულთა შორის არიან ისისნი, ვინც პროტესტს გამოთქვამდა, სტუდენტები, ჟურნალისტები, გარემოს დაცვის აქტივისტები, მუშები და ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტები. დაკავებულთაგან 50 მედიის მუშაკია, მათგან, სულ მცირე, 20-ს მძიმე პირობებში ამყოფებენ და განაჩენი გამოუტანეს უსამართლო პროცესების შემდეგად, იტყობინება ანგარიშში. ფილიპ ლუთერი, ამნესტი ინტერნეიშენალის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთი აფრიკის რეგიონების კვლევის და დაცვის სამსახურის დირექტორი, აცხადებს, რომ „2018 წელი ისტორიაში შევა როგორც ირანის სირცხვილი. ირანის ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყოველგვარი განსხვავებული აზრი და ზღუდავს სიტყვის, გაერთიანების და მშვიდობიანი თავყრილობის თავისუფლებას, მიმართავს დემონსტრანტების მასობრივ დაპატიმრებას.