"ბილაინი" ბაზრიდან გასვლას ჯერ არ გეგმავს
"ბილაინი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და 1.3 მილიონამდე მომხმარების მომსახურებას, - ნათქვამია, საკომუნიკაციო კომპანია „ბილაინის“ განცხადებაში. რომლის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 21 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და წელი წარმატებით დაასრულა.
23 იანვარს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ„ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ყიდის ბიზნესს და ბაზრიდან გასვლას გეგმავს.
„ბილაინის“ განცხადების თანახმად, ყიდვა-დაყიდვა ნებისმიერი დიდი კომპანიის შემთხვევაშია შესაძლებელი. მაგრამ ამ ეტაპზე ყიდვა-გაყოდვის წინადადება არ არსებობს.
„ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და, როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის,”- აცხადებენ კომპანიაში.