ჭიდაობის ფედერაცია „მოსალოდნელი პროვოკაციებისგან“ დაცვას ითხოვს
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 26 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც ისსამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, „დაიცვან ფედერაცია მოსალოდნელი პროვოკაციებისგან“. განცხადებაში ნათვამია, რომ „საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დეტალურად იკვლევს ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში. ამავდროულად, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, რომელიც ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას“. ფედერაცია აპროტესტებს რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ამ არხის სპორტული კორესპონდენტის, დავით ერაძის სახლის აივნის კარზე ნატყვიარის აღმოჩენას შეეხება და აცხადებს - „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ფაქტია, ხელი გამოიშვირა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტისკენო“.